დასახელება: Georgia Vs Russia გამოსვლის წელი: 2010 ჟანრი: სპორტული თამაშის შედეგი:36:8
აღწერა: საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის 36:8 მოუგო. თურქეთის ქალაქ ტრაბზონში აქჩაბაათის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე ქართველი მორაგბეების უპირატესობა თამაშის დაწყების პირველი წუთიდანვე გამოიკვეთა. ქართველებმა პირველი ლელო მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ დადეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გასამხნევებლად თურქეთში ათასობით ქართველი გულშემატკივარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, პარლამენტის თავმჯომარე დავით ბაქრაძე, გაეროში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე ლომაია, კულტურის, ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და სხვა ქართველი პოლიტიკოსები. გარდა საქართველოდან ჩასული გულშემატკივრებისა, დღევანდელ შეხვედრას ტრაბზონში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს და ქართველ გულშემატკივრებს თურქებმა საკმაოდ თბილი და ორგანიზებული დახვედრა მოუწყვეს. ისინი საქართველოს ნაკრებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ. ის გულშემატკივრები, კი რომლებიც თურქეთში ვერ წავიდნენ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას თბილისის ივენთ ჰოლში, რაგბის ქომაგთა კლუბში აღნიშნავენ.
|